
ქუცნაშვილი ისევ "ჩამოალაბორანტეს"...
10:27:48     27-11-2013
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ზაქარია ქუცნაშვილი ამ დრომდე არ საუბრობს.
ცნობილი გახდა, რომ ქუცნაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობასთან ერთად საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა პარლამენტის Tავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.
"პრესა.ჯი" დეპუტატს დაუკავშირდა, თუმცა მან დამატებითი კომენტარის გაკეტება არ ისურვა.
"პრესა.ჯი": რა გახდა თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი?
- ამ თემაზე არ მინდა საუბარი... შემიძლია დაგიდასტუოთ ის ფაქტი, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს განცხადებით მივმართე.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაზე ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილების მიზეზებზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც არ საუბრობენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, ქუცნაშვილმა ეს თანამდებობა საკუთარი სურვლით დატოვა.
"არ მგონია მას ინტერფრაქციული ჯუფის ხელმძღვანელობა გაჭირვებოდა, თუმცა ზოგადად, პარტიებთან მუშაობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ უფრო ვრცლად ქუცნაშვილი თავად ისაუბრებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, ზაქარიას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაც მოუწია. მის ნაცვლად, ფრაქციას გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს.