მოკლული გიორგი ფირანიშვილის მამა მწვავე ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს

  15:46:45     26-11-2013

სადახლოში მოკლული გიორგი ფირანიშვილის მამა, სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნუგზარ ფირანიშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უმძიმესია. ექიმები ამ წუთებში ცდილობენ მის გადარჩენას. თავად მოკლული კი, რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს პროზექტურიდან სახლში - ფალიაშვილის ქუჩაზე.

შეგახსენებთ რომ გუშინ, სადახლოში, საქართველო-სომხეთის საზღვართან, 6-მა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი - გიორგი ფირანიშვილი და ბიზნესმენი (ყოფილი ჩინოვნიკი) მერაბ კალანდაძე მოკლა, ხოლო დილარ მუკბანიანი დაჭრა. 

გავრცელებული ვერსიით, კრიმინალური ფაქტი შურისძიებაა და ის რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რა დროსაც ერთ-ერთი თავდამსხმელის ძმა დაიჭრა. 

პოლიცია აცხადებს რომ მკვლელობა ოპერატიულად გახსნა და 6 ეჭვმიტანილი დააკავა. ამოღებულის მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი - "მაკაროვი". გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ამ საზარელი დანაშაულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება
გარდაცვლილები და დაჭრილი სომხეთში მიდიოდნენ.