![შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა](http://presa.ge/img/multimedia/a26468.jpg)
შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
10:22:42     26-11-2013
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ექვსი პირი
დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ხსენებულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19:00 საათზე სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირალიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. დაჭრილი პირები მარნეულში, ,,ჯეო–ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ორი მათგანი: მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალნენ.
გამოძიებას განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108-ე მუხლით) ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს.