პაპუაშვილი: ნარმანიას კანდიდატურა ჩემთვის მისაღები არ არის

  16:25:05     25-11-2013

თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელებამ უკმაყოფილება გამოიწვია "ქართულ ოცნებაშიც".

„დავით ნარმანიას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის მიმართ, დადებითი წარმოდგენის არ ვარ", - განაცხადა დღეს „რეპორტიორის" პრესკლუბში უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა.

"მან ბევრი რამ გააკეთა. ნარმანის პიროვნებას არ ვაკნინებ, მაგრამ მე თბილისზე ვლაპარაკობ. თუმცა, არჩევნები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მთავარია, ქართული საზოგადოება ვის აირჩევს. 

„ქართული ოცნების" მიერ თბილისის მერად დავით ნარმანიას კანდიდატურის წამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ის უკვე მერია. მისი კანდიდატურა, ჩემი აზრით, არასწორად დასახელებული კანდიდატურაა. თვითონ თბილისი ძალიან სათუთი თემაა, ამიტომ ვფიქრობ, ქალაქი თავად ჩამოყალიბდება", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.