რატომ მოხსნეს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - დავით ჯანდიერი?
13:06:44     25-11-2013
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი მოხსნილია. წულუკიანმა მისი მოხსნის ფაქტი უკვე ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა რომ პირველი მოადგილის პოსტს, ჯანდიერის ნაცვლად, მისი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე დაიკავებს.
"მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგინე ჩემი მოადგილეების ახალი, განახლებული გუნდი. პირველ მოადგილედ შევთავაზე სანდრო ბარამიძის კანდიდატურა. ბატონები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბურჭულაძე ასევე გააგრძელებენ საქმიანობას და ისინი წარდგენილი არიან მოადგილის თანამდებობაზე.
მეოთხე მოადგილის ადგილზე კი პრემიერს შევთავაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მიხეილ სარჯველაძე. ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც მესახება, გავაგრძელო სერიოზული საქმის კეთება, რაც უკვე ხელმეორე ნდობის გამოცხადებით დაგვავალა პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება დავით ჯანდიერს, როგორ ჩანს მისი მუშაობით წულუკიანი უკმაყოფილოა. "დავით ჯანდიერს მე ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა სტასბურგში 3 თვის განმავლობაში ჩემი სტაჟიორი იყო. ბოლო წელი ერთად ვიმუშავეთ და ეს იყო ყველასთვის გამოცდა გამძლეობაში, სერიოზულობასა და საქმისადმი სწორ მიდგომაში. ამ საქმეების შეფასების შედეგად გადავწყვიტე, რომ პირველი მოადგილე არ იყოს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.