“უჩინარი კაცი”- ალექსანდრე როინაშვილი
05:32:37     25-11-2013
“უჩინარი კაცი”- ასე ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე როინაშვილს, პირველ ქართველ ფოტოგრაფს მოიხსენებდა. მან, მთელი ცხოვრება ობიექტივს მიღმა მდგარმა, უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა, ქართული კულტურის განვითარებისთვის.
მსოფლიო ისტორიაში, პირველი ფოტო 1826 წლით თარიღდება. თავდაპირველად, ფოტოგრაფიის მიზანი, მხოლოდ პორტრეტული გამოსახულების მიღება იყო. ფოტოგრაფია, ადამიანებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევდა , რადგანაც ამ გზით, პორტრეტის მიღება, ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვდა, ვიდრე მხატვრის მიერ მისი დახატვა
ფოტოგრაფია, თავიდან ხელოვნებად არ განიხილბოდა, ის იყო,მხოლოდ და მხოლოდ რეალობის ასახვის ერთ-ერთი გზა. ფოტოგრაფიის შემოსვლასთან ერთად, რეალიზმმა სახვით ხელოვნებაში (ფერწრაში) თავისი ფუნქცია დაკარგა და რეგრესი განიცადა. რადგანაც უკვე არსებობდა ტექნიკური აპარატი, რომლის საშუალებითაც რეალობის ზუსტი ასახვა შეიძლებოდა , ფერწერაში რაალისტურ-ნატურალისტური ნახატების შექმნის აუცილებლბა აღარ იყო.მოგვიანებით ფოტოგრაფიამ ესთეტიკური მნიშვნელობაც შეიძინა. N ის ნელ-ნელა მიუახლოვდა ხელოვნებას. სიურეალისტები, იყვნენ ერთ-ერი პირველი მხატვრები და ფოტოგრაფები, რომლებიც ეცადნენ ფოტოობიექტივში, დაენახათ არსებულ რეალობაზე მეტი. მაგალითად, მან რეის ფოტოები, ბევრად უფრო არარეალური და სიურეალისტურია, ვიდრე მისივე შესრულებული, ადრეული პერიოდის ფერწერა.
საქართველომ, მალევე აუბა ფეხი, იმ პერიოდის ევროპულ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს. 1846 წელს, ფოტოგრაფია ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის და საკმაოდ კარგადაც ვითარდება.
როდესაც დუშეთის ერთი სოფლის ერთი ღარიბი უნაგირების ოსტატის, სოლომონისა და მისი მემაქმანე მეუღლის , მარინეს ოჯახში, კიდევ ერთი შვილი, ალექსანდრე დაიბადა, ალბათ ვერავინ წარნმოიდგენდა რომ წლების შემდეგ სწორედ იგი გახდებოდა ქართული ფოტოგრაფიის პატრიარქი.
როცა პირველად დადგა ობიექტივს მიღმა 14 წლის იყო და მას შემდეგ სხვა საქმის კეთებაზე არც უფიქრია. თბილისში მარტო ჩამოვიდა და ხატმწერსა და ფოტოგრაფს , ვინმე ხლემოვს დაუდგა შეგირდად. სწორედ ხლემოვმა ასწავლა, პირველ ქართველ ფოტოგრაფს ფოტოგადაღება და მხატვრობა. მოგვიანებით ალექსანდრე როინაშვილი, თავად გახსნის თავის საკუთარ სახელოსნოებს:“სასურათხატოს”, “რემბრანდტს” და “ამხანაგობას”.
Aლექსანდრე როინაშვილის მიერ გადაღებული ძველი ისტორიული ძეგლების , ქალაქის ხედებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებით, ფოტოგრაფია ქართული ინტელიგენციის სახლებში შევიდა და სასტუმრო ოთახებისა და კაბინეტების კედლებზე, საპატიო ადგილი დაიკავა.
“როინაშვილმა უაღრესად ღირებული ფოტომემკვიდრეობა დაგვიტოვა. ღომ შევადაროთ იმ პერიოდის ქართული და ევროპული ფოტოგრაფია, ვნახავთ რომ ქართიული ფოტოგრაფია ზუსტად იმავე სიმაღლეზე დგას, რომელზეც ევროპული. იმ პერიოდის ქართულმა კულტურულმა ცხოვრებამ ფეხი აუბა ევროპაში მიმდინარე პროცესებს და უფრო მეტიც, 20-30 იან წლებში, თბილისი არის ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთი ცენტრი. Fფოტოტექნიკის თვალსაზრისითაც, უნდა ითქვას რომ , ის ტექნიკა, რაც მაშინ როინაშვილს ჰქონდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ პერიოდში ევროპაში არსებულ საუკეთესო ფოტოაპარატებს” – გურამ წიბახაშვილი (“ღამის საუბრები”)
იმ დროს, ევროპაში, ფოტოატელიეები, ითვლებოდა კულტურულ “ოაზისებად”, სადაც თავს იყრიდნენ, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოწინავე მოაზროვნე ხელოვანები. ფოტოსალონები, იყო ის ერთადერთი ადგილი, სადაც , პროგრესულად მოაზროვნე, თუმცა რეგრესირებული ცნობიერების მქონე საზოგადოების მიერ მარგინალიზებულ მხატვრებსა თუ თეტარის მსახიობებს, მწერლებსა თუ პოეტებს, თვითრეპრეზენტაციის საშუალება Eეძლეოდა. მაგალიტად მაშIნ როცა ევროპაში იმპრესიონისტებს დაუხურეს ყველა საგამოფენო სივრცე, არ აძლევდნენ საშუალებას, თავიანთი შემოქმედების გამოფენისა, ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, ნადარის სახელოსნო, იყო ის ერთადერთი კულტურული სივრცე, რომლის კარიც, მარგინალიზებული იმპრესიონისტებისთვის გაიხსნა.
ეს ევრპული ტრადიცია, საქართველოშიც შემოვიდა და სწორედ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეები იქცა, ქართული კულტურული ცხოვრების ეპიცენტრად.Aაქ იკრიბებიან : ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი, ეკატერინე გაბაშვილი, ბარბარე ჯოჯრაძე და სხვა მრავალი.
როინაშვილის ფოტოსახელოსნოს ჰქონდა ისეთი დატვირთვა, ქართულ კულტურულ ცხოვრებაში, როგროც ნადარის ფოტოატელიეს, ფრანგულ საზოგადოებრივ და კლტურულ ცხოვრებაში. როინაშვილმაც, ნადარის მსგავსად, არაერთხელ დაუთმო თავისი კულტურული სივრცე , მარგინალიზებულ ხელოვანებს. ქართული თეატრალური დასი აქვსენტი ცაგარელის ხელმძღვანელობით, წლების განმავლბაში, სწორედ როინაშვილის ფოტოსალონში ატარებს რეპეტიციებს. “მომწიფდა ნიადაგი მუდმივი თეატრალური დასის დაარსებისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდად შეუწყვეს ხელი, ამ საქმეს, მათ შორისაა ალექსანდრე როინაშვილიც”- წერს , ავქსენტი ცაგარელი.
aლექსანდრე როინაშვილი, იყო ერთ-ერთი პირველი ინიციატორი , ეროვნული მუზეუმის შექმნისა. “რუსეთის იმპერიაში თიტქმის არც ერთი ერი, არ მოიპოვება, რომ საკუთარი სახლი, ანუ მუზეუმი არ ჰქონდეს. ჩვენ კი, რომელთაც უპირატესობა გვაქვს წარსულის დიდებითა , ხელოვნებითა, მწიგნობრობითა, აზრადაც არ მოგვდის რომ დავაარსოთ ამგვარი ეროვნული სახლი. რათა დაინახოს მომავალმა თაობამ, თავისი წარსული, ტავისი დიდება”- წერს ის, გზათ “ივერიაში”.
შამწუხაროდ, ეროვნული მუზეუმის გახსნის იდეა, როინაშვილმა ვერ განახორციელა, სამაგიეროდ ის ქმნის “მოძრავ, კავკასიურ მუზეუმს”. ძველი ქართული საბრძოლო და სამუშაო იარაღები, სამხედრო აღკაზმულობა, სპილენძისა და ვერცხლის ჭურჭელი, უმდიდრესი ფოტომასალა- ამ ყველაფერს, ალექსანდრე როინაშვილმა ერთად მოუყარა თავი და ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები, არაერთხელ გამოფინა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში: პეტერბურგში, სარატოვში, ასტრახანში, სამარაში, მოსკოვში.
Aლექსანდრე როინაშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ის მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედურებაც, თავის ბედად და უბედობად გაიხადა. Mმან არარასგან შექმნა საქმე. Aარარასგან შეიძIნა ქონება. ჩვენ ქართველებს გვიცვენა მაგალითი იმისა, თუ რის შემძლებელია ცალკე კაცი, თუ იმხნევებს და გაირჯება და არ შეუშინდება გარემოებას. მის მიერ განვლილი, ღვაწლით დაქნილი გზა, მტელი სკოლაა და მწვრთნელია ყველასი, ვისაც კი კაცობისთვის გული ერჩის (...)ალექსანდრე როინაშვილმა, ტავისი უჩინარი სახელი და გვარი, ღირსსახსენებლი გახადა თავის ქვეყანაში.”- ასე გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე, პირველი ქართველი ფოტოგრაფის გარდაცვალებას.
ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება ტავისივე ანდერძის მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა.
რონაშვილის ფოტონამუშევრების უდიდესი ნაწილი, ცნობილმა ფოტოგრაფმა, დიმიტრი ერმაკოვმა შეიძინა და ისინი ტავის საკუთარ კოლექციას მიუერთა, თანაც ისე რომ, ფოტოებიდან ალექსანდრე როინაშვილს ხელმოწერები გაქრა. Aამიტომცა, ბევრი ფოტო, რომელიც სინამდვილეში როინაშვილის გადაღებულია, წლების განმავლობაშI ერმაკოვის შემოქმედებად მიიჩნეოდა და ქართველი ფოტოგრაფიც , მის ჩრდილში მოექცა.
როინაშვილის ნამუშევრების , კვლავ ქართველი ერისთვის დაბრუნება, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოხერხდა. მან შეიძინა ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა, როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით და მოგვიანებით ის ისტორიის მუზეუმს გადასცა.
მიუხედავად იმ დიდი დაფასებისა და პატივისა, რაც ალექსანდრე როინაშვილს, ქართველი ხალხისგან სიცოცხლეშივე ერგო, მომავალი თაობებისთვის მიი სახელი ჩრდილში მოიქცა. ალბათ ამიტომაც უწოდებდა მას ილია ჭავჭავაძე “უჩინარ კაცს”. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალებიდან ას წელზე მეტია გასული, და ის დღემდე “უჩინარ კაცად” რჩება.
წყარო