ვინეგრეტი

  04:52:54     25-11-2013

რეცეპტის ინგრედიენტები:

        450 გრამი ჭარხალი
        450 გრამი სტაფილო
        450 გრამი კარტოფილი
        2 ცალი დიდი ზომის მჟავე კიტრი
        1 თავი ხახვი
        230 გრამი ბარდა
        2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
        1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
        1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუში(სურვილისამებრ)
        1/2 ჩაის კოვზი მარილი

~ მომზადების წესი ~

1. გაასუფთავეთ ბოსტნეული. დიდი ზომის ქვაბში მოათავსეთ ჭარხალი. დაფარეთ წყლით, დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, კვლავ დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ჭარხალი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაუმატეთ სტაფილო, კარტოფილი და ხარშეთ დამატებით 10 წუთის განმავლობაში. გამორთეთ გაზი და დატოვეთ ბოსტნეული ცხელ წყალში მთელი ღამით.

2. მეორე დღეს გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და ქვაბიდან ფრთხილად ამოიღეთ მოხარშული ბოსტნეული(დაიცავით სამუშაო ზედაპირი ლაქებისგან). მოაცალეთ კანი, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოათავსეთ დიდი ზომის თასში. დაუმატეთ იმავე ზომის კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი და თხლად დაჭრილი ხახვი. ჩაუმატეთ ბარდა, ზეთი, წიწაკა და მარილი. მსუბუქად შეურიეთ და სურვილისამებრ გააფორმეთ ვინეგრეტი ოხრახუშით.