უცნობებმა ბარბარე რაფალიანცის ბაბუა სცემეს

  13:09:50     23-11-2013

ინციდენტი კახეთში - გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ბარბარე რაფალიანცის ბაბუას ილია მექერიშვილს, წუხელ გვიან ღამით, დაუდგენელი პირები საკუთარი ეზოს შესასვლელში თავს დაესხნენ და სცემეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ილია მექერიშვილს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებული თავდამსხმელების ვინაობას ვერ ასახელებს. მისი თქმით, დარტყმიდან რამდენიმე წუთში გონება დაკარგა. 

მექერიშვილების ოჯახის განცხადებით, ინციდენტი ბოლო დღეებში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ამბობს რომ  ათი თვის ჩვილის გარდაცვალების საქმე გახსნილია, მაგრამ ხელისუფლებლება არ ახმაურებს. თუმცა, ოჯახი ვერ ხსნის თუ კონკრეტულად რატომ შეიძლება ეცემათ მოხუცი, ღვინიაშვილის განცხადების გამო.

ოჯახი ატკიცებს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება და ეს დაშინების პირველი შემთხვევა არ არის. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.