ღვინიაშვილი: „ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე გახსნილია“

  16:23:14     22-11-2013

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე გახსნილია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერეთმა წევრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს თემა უბრალოდ წინასარჩევნოდ გამოიყენა“.

ღვინიაშვილი: „მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს საქმე გაიხსნება, უფრო სწორად, მისი გახსნა გაჟღერდება. ჩემი ინფორმაციით, ეს საქმე გახსნილია, მაგრამამ ხელისუფლების პირობებში ინფორმაცია არ გაჟღედება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ეს თემა უბრალოდ წინასარჩევნოდ გამოიყენა“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ტრაგედია იმავე დღეს პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. მომხდარიდან რამოდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  მანანა ბერიკაშვილმა, „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა რომ ჩვილი  „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.

პატარა ბარბარეს ოჯახის წევრები გამოძიების გაჭიანურების გამო შს სამინისტროს საყვედურობენ და კულტურის მინისტრის დღევანდელი მრჩევლის, მანანა ბერიკაშვილის დაკითხვას მოითხოვენ. გარდაცვლილის ბებია  მაია გოგოლაური აცხადებს, რომ პოლიციამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ბერიკაშვილი. 

ცნობილია, რომ სიცრუის დეტექტორზე უკვე შეამოწმეს რაფალიანცის დედა და დეიდა.