შემწვარი ინდაური სოკოს საკმაზით
10:45:59     22-11-2013
მასალა:
1 ცალი ინდაური
5-6 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჩაის კოვზი შავი პილპილი და მიხაკი
20 ცალი სოკო
1 ჩაის ჭიქა წითელი ღვინო
1 ჩაის კოვზი რომი
მწვანილი და მარილი გემოვნების მიხედვით
გამოშიგნული ინდაური ჯერ ოდნავ მოვხარშოთ მრგვლად და შემდეგ შევდგათ ჰაერღუმელში, თან მოვაყაროთ მარილი, მწვანილის ძირები და 20 ცალი სოკო. თანდათან ცოტ-ცოტათი ვასხათ მისივე ნახარში წვენი. შემწვარი ინდაური გადმოვიღოთ დიდ თეფშზე და დავჭრათ ნაწილებად. ასევე დავჭრათ შემწვარი სოკოები მოგრძო ნაჭრებათ და ისევ ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წითელი ღვინო და რომი, მოვაყაროთ დანაყილი შავი პილპილი, წამოვადუღოთ და დავასხათ იმ თეფშის შუა ადგილას, რომელზედაც გვაქვს შემწვარი ინდაური.