
The Washington Post: ექს-პრემიერს იმედი აქვს, რომ ოფიციალური თანამდებობის გარეშეც შეძლებს ქვეყნის მართვას
12:16:42     21-11-2013
"ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებით საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ერა დასრულდა, თუმცა ექს-პრემიერს იმედი აქვს, რომ ოფიციალური თანამდებობის გარეშეც შეძლებს ქვეყნის მართვას" - ამ შინაარის წერილს აქვეყნებს ამერიკული გამომცემლობა „The Washington Post“- ი.
„საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი, 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. ღარიბაშვილი ახალი მთავრობის დმტკიცებამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია. ივანიშვილი სწორედ ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა, თუმცა მილიარდერს იმედი აქვს, რომ ოფიციალური თანამდებობის გარეშეც განაგრძობს ქვეყნის მართვას.
ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია საქართველოს პრეზიდენტიც, უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი მარგველაშვილიც. მარგველაშვილის ინაუგურაცია კვირას, მას შემდეგ შედგა, რაც 27 ოქტომბრის არჩევნებში საკმაოდ მარტივად გაიმარჯვა.
ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრს გაცილებით დიდი ძალაუფლება აქვს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს. პოსტსაბჭოთა ქვეყანა ამ დროისათვის ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სტანდარტების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რომლის უმრავლესობასაც ივანიშვილის გუნდის წევრები წარმოადგენენ, ღარიბაშვილის კანდიდატურა 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა“, - ნათქვამია წერილში.