ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
10:42:47     20-11-2013
ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო შეთანხმდა, რომ ხელი
მოეწეროს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის
ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას გულისხმობს. გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო
და თავდაცვის მინისტრთა ერთობლივ სხდომაზე იქნა მიღებული.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა, 2012 წლის ნოემბერში, საქართველოში ყოფნისას, ქვეყნის ხელისუფლებას ჩარჩო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობას ითვალისწინებდა.