
გია გაჩეჩილაძე: კოალიციას დეკემბერში დავტოვებ
12:35:19     19-11-2013
ექსკლუზივი: მწვანეთა პარტიის ლიდერი, გია გაჩეჩილაძე კოალიციაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს დეპუტამა განუცხადა, მისი კოალიციიდან წასვლის მიზეზი პარტიების დაფინანსების შესახებ ახალი კანონპროექტი გახდა, რომლის მიხედვითაც „მწვანეთა პარტიამ“ დაფინანსება არ მიიღო.
„პრესა.ჯი“: რამდენიმე თვის წინ კოალიციიდან წასვლის შესახებ პირველი განცხადება გააკეთეთ, როდის გეგმავთ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვებას?
გია გაჩეჩილაძე: აღნიშნულის შესახებ განცხადება დეკემბერასი გაკეთდება.
- დავაზუსტოთ, დეკემბერში თქვენი ოცნებიდან წასვლის შესახებ გახდება ცნობილი, თუ დარჩენის?
- განცხადება გაკეთდება წასვლასთან დაკავშირებით. კოალიციას დეკემბერში დავყოვებ. ამის მერე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გავაკეტებ პოლიტიკურ გეგმებზე განცხადებასაც.
- რაიმე სახის დაძაბულობა ხომ არ გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის წასვლამ?
- მსგავსი არაფერი შემინიშნავს, მე მაქვს ჩემი შეხედულება და ამაზე დეკემბერში ვისაუბრებ".
გია გაჩეჩილაძემ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვების შესახებ განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა პარტიამ დაფინანსება ვერ მიიღო.
„პარტიების დაფინანსების შესახებ ახალი კანონპროექტით გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ვინც ღებულობდა დაფინანსებას იმათ დაემატოს და ვინც გარეთაა დარჩენილი იმათაც მიეცეს. აი, ამ 18 პარტიაში ვერაფრით ვერ მოხვდა მწვანეთა პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი.
რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მწვანეთა და სხვა პარტია გაწირეს სიკვდილისთვის. შესაბამისად, მწვანეთა პარტია მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტიელბას! თუ ვინმე იქ ინტრიგებს ხლართავთ, თქვე კაი ადამიანებო, მაშინ უშიშროების სამსახურებმა რეალურად შეისწავლონ რა ხდება საქართველოში.
თუ ვინმე ფიქრობს, მწვანეთა პარტიას დააყენებს განადგურების პირას, მაშინ, რა რეაქცია მოჰყვება ევროპაში ამას?“, - მიმართავს დეპუტატი თანაგუნდელებს.