მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია - რა ხდება ამ წუთებში სასამართლოს ეზოში
11:20:15     19-11-2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის მოვლენებთან
დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის
საქმის განხილვა დღეს, 12.00 საათზე გაიმართება.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ყოფილი პრემიერის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა
განუცხადა, დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
ადვოკატის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას ივანე მერაბიშვილიც დაესწრება. „ჩვენ წინასასამართლო სხდომაზე ვართ, 12 საათისთვის ჩანიშნულ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარმოვადგენთ. ასევე, დაცვის მხარეს გარკვეული შუამდგომლობები ექნება. ეს იქნება ამორიცხვები და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა. შემიძლია გითხრათ, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ისეთივე აბსურდულია, როგორიც სხვა ბრალდებები“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ჩივიაშვილმა.
„პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტის ცნობით, საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი. ისინი მერაბიშვილის სახელს სკანდირებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ კი სასამართლოს პარალელურად, 26 მაისთან დაკავშირებით, ფოტოგამოფენას აწყობს.
ფოტოგამოფენის სახელწოდებაა - "კოლაბორაცია დემოკრატიულ სახელმწიფოში დანაშაულია". ფოტოებზე გამოსახულია 26 მაისს მომხდარი მოვლენები და ყველა ფოტოსურათზე დატანილია წარწერა - "დანაშაულის აღკვეთისთვის დღეს სამართლდება ივანე მერაბიშვილი".