ცინცაძე ინაუგურაციაზე: ეს იყო მატრაკვეცობა

  15:28:19     18-11-2013

„ეს იყო ტელეკამერების წინ მატრაკვეცობა და უაზროდ გადაყრილი თანხა“- ასე გამეხმაურა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, გუშინ, პარლამენტის ეზოში გამართულ ფიცის დადების ცერემონიალს.  

ცინცაძე თვლის, რომ როდესაც  ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე გადადის, არჩეულ პრეზიდენტს ფიცი არა რუსთაველზე არამედ პარლამენტში, დეპუტატების წინაშე უნდა დაედო.

სოსო ცინცაძე:  სურვილიც არ მქონდა მენახა. ეს იყო მატრაკვეცობა, რასაც ინაუგურაცია დაარქვეს. იმ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირებულია, მსგავი პომპეზური ღონისძიების გამართვა არ იყო საჭირო...

პრესა.ჯი“: ინაუგურაციის წინააღმდეგი ხართ?

-არა, მე ვამბობ, რომ პრეზიდენტს, რომლის ფუნქცია ძალიან შემცირებულია, ფიცი უნდა დაედო არა რუსთაველზე, არამედ პარლამენტში - დეპუტატების თვალწინ. ახალი, არსებული კონსტიტუციით, პირველი პირი არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერია.

- დღეს განხილვის მთავარი თემაა ცერემონიალისთვის დახარჯული 850 000 ლარი...

- ეს თანხა მატრაკვეცობისთვის დაიხარჯა.