
ცისკარიშვილი: გულდასაწყვეტი იყო, რომ ამომრჩეველს ინაუგურაციაზე დასწრების საშუალება არ მიეცა
15:11:18     18-11-2013
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ამომრჩეველს ინაუგურაციაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცა. „პრესა.ჯი“ ცისკარიშვილს ქვეყნის ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: ინაუგურაციის შინაარსი ეყრდნობოდა ფაქტს, რომელიც წინ უძღოდა მშვიდობიან ცვლილებას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისა.
„პრესა.ჯი“: საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა გარკვეულმა ექსცესებმა, რომელიც მაყურებელმა ინაუგურაციიის მსვლელობისას იხილა...
- დეტალებში ჩაკირკიტება არ არის რაიმე პრიორიტეტი, როგორც დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე ტელემაყურებელთათვის. გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ამომრჩეველი, რომელმაც საკუთარი აქტიურობით ქვეყნის სათავეში მოიყვანა პირი, რომლის ინაუგურაციაც შედგა, არ იყო უფლებამოსილი დასწრებოდა ამ პროცესს.
ეს ფაქტი გახლავთ მედლის უკანა მხარე. რაც შეეხება წინა, თვალსაჩინო მხარეს - უცხოურ დელგაციებს, მათმა ღონისძიებაზე ყოფნამ აჩვენა, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.
- ოპოზიცია მიანიშნებდა იმაზე რომ გუშინ გამართულ ინუგურაციას, წინა წლებისგან განსხვავებით სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები არ ესწრებონენ...
- დიდი ალბათობით, ერთი წლის წინ რომ სცენარი სხვანაირად წარმართულიყო, სააკაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციას საერთოდ არ გამართავდა. ამიტომ, თუ კი ვინმეს რაიმე მოაკლდა, ჩაიხედონ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა ინაუგურაციის კვალდაკვალ, პრეტენზიები გაუგზავნოს მის შემოქმედს.
- ინაუგირაციიდან მალევე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი, მისი მემკვიდრე 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილია, რამდენად შეუშლის ხელს ახალგაზრდა მინისტრს ასაკობრივი ფაქტორი - ჩამოაყალიბოს ეფექტური მთავრობა?
- ბატონ ირაკლის ეს თანამდებობა ასაკობრივი ფაქტორის გათვალისწინებით მეტ პასუხისმგებლობას მოსთხოვს. ასევე პასუხისმგებლობით უნდა იყვნენ აღსავსენი პრემიერის გარემოცვის წევრებიც.
თუ დავინახეთ რომ ღარიბაშვილმა გარშემო ნაკლები ასაკის ხალხი შემოიკრიბა, როგორც მრჩევლები, ისე მოადგილეები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ დავალთ თინეიჯერების მთავრობამდე.
იმედია რომ ეს ასე არ მოხდება და არ მოხდება კადრების დანიშვნა კომუნისტური პრინციპით. როდესაც პირველი მოადგილე უნდა აერჩიათ, მეტ-ნაკლებად წერა კითხვის მცოდნე, მისი ქვეშევრდომები კი უნდა ყოფილიყვნენ უმეცრები.
დღეს კი სხვა ვითარებაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ღარიბაშვილის ირგვლივ იყვნენ ზოგიერთ საკითხებში მასზე უფრო კომპეტენტური პირები.
- რა ბედი ეწევათ „რესპუბლიკელებს“ რომლებიც ივანიშვილის კარზე გავლენით სარგებლობდნენ, ხომ არ შეექმნაებათ მათ პრობლემა ღარიბაშვილთან?
- არა მგონია, ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს და მოხდეს ძირეული ცვლილებები. ზოგადად, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ გუნდში ალტერნატივა არ გააჩნია. მითუმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს განშორდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
მას ექნება შესაძლებლობა რომ საკუთარი აზრი გამოხატოს და ეცადოს, რომ ქვეყნის წინსვლა იყოს განპირობებული მისი გარკვეული თანამონაწილეობით, ოღონდ საზოგადოებრივი სექტორიდან.
- ამის გათვალისწინებით, ხომ არ ექნება ივანიშვილს სურვილი, კულისებიდან მართოს მთავრობა? ჩაერიოს პრემიერისა და პარლამენტის მუშაობაში?
- თუ თქვენ თვლით, რომ დღეს საზოგადოებრივ სექტორშია ქტიური ხუთიოდე ორგანიზაცია, განსაზღვრავს პოლიტიკურ ცხოვრებას, მაშინ შეგვეძლება ამ აზრზე დარჩეთ.
- რა ბედი ელის საპარლამენტო ოპოზიციას?
- „ნაციონალურ მოძრაობის“ ზოგიერთ წევრს ვურჩევ დაიწყოს პოლიტიკური ცხოვრება დამოუკიდებლად.