THE INDEPENDENT: ქვეყნის რეალური მმართველი, ალბათ, ექსცენტრული ივანიშვილი იქნება
12:43:20     18-11-2013
საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტზე, პოლიტიკიდან
მიმავალი ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობს ბრიტანული
გამოცემა „The Independent“-ი.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ პირობებზე, რაც ახლადარჩეულ
მარგველაშვილს დახვდა და ასევე, იმაზე, თუ როგორ მოახერხა მისმა წინამორბედმა საქართველოს
შემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა.
„17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი შეუდგა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის შესრულებას, რომელმაც წინამორბედ სააკაშვილისგან პრეზიდენტის მნიშვნელოვნად შეკვეცილი ძალაუფლება მიღო. თავად სააკაშვილმა კი თავისი წინამორბედისგან მემკვიდრეობად არშემდგარი და კორუმპირებული ქვეყანა მიიღო, რომელიც შემდგარ სახელმწიფოდ აქცია. თავისი ავტორიტარული მართვის სტილით სააკაშვილმა საქართველო მზარდ ეკონომიკად აქცია, მთავრობა და ქუჩები კი გაცილებით უსაფრთხოა“,- აღნიშნავს გამოცემა.
რაც შეეხება მარგველაშვილზე ივანიშვილის გავლენას, The Independent წერს, რომ „ქვეყნის რეალური მმართველი ალბათ ექსცენტრული და ფიცხი ბიძინა ივანიშვილი იქნება“. "პრეზიდენტი მარგველაშვილი ენთუზიაზმით საუბრობს თავისი მეგობრის (ივანიშვილის) როლზე მის წარმატებაში. „მისი როლი ჩემს უდიდეს წარმატებაში შეუფასებელია", - ამბობს მარგველაშვილი. მათი ურთიერთობის სიღრმე ცხადი უფრო ადრე გახდა, როცა მის ფოტოგრაფსა და პრესსამსახურის თანამშრომლებს ერთი საათი დასჭირდათ ისეთი ფოტოს მოსაძებნად, სადაც მარგველაშვილი აღბეჭდილი არ იქნებოდა 57 წლის მილიარდერთან ერთად", - წერს The Independent.
გამოცემის შეფასებით, ცუდი ნამდვილად არ არის პრეზიდენტის ახლო ურთიერთობა მასთან, თუმცა, სიტუაცია გაცილებით რთულად იქნება, როცა პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი თვის ბოლოს თეორიულად წავა პოლიტიკიდან. „ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის ერთადერთი მიზანი იყო ხელისუფლებისთვის სააკაშვილისა და მისი გუნდის ჩამოცილება მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ქვეყანა 2008 წელს მიიყვანა თვითმკვლელ ომამდე, ხელმძღვანელობდა ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა, მის მიმართ ასევე ისმოდა ბრალდებები ციხეებში წამებისა და გაუპატიურების სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით.
თუმცა კითხვად რჩება ის, თუ საბოლოოდ ვინ იქნება ძალაუფლების წყარო თბილისში? თანამდებობიდან მიმავალმა პრემიერ–მინისტრმა თავის მემკვიდრედ 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა და ჟურნალისტებს განუცხადა: აი ასე შევარჩიეთ კანდიდატი დემოკრატიულ ქვეყანაში. გუნდის არცერთ წევრს ოვაციის გარდა არაფერი გამოუხატავს და ყველა იყო ბედნიერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვარ აბსოლუტურად ბედნიერი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე".
The Independent- ის მასალაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ, ქართველ პოლიტიკურ კომენტატორებსა და ინვესტორებს შორის შიში გამოიწვია.