პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

  15:08:06     14-11-2013

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კახა გულორდავა სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. გულორდავას ადვოკატის, ჯიტა გულუას ინფორმაციით, მისი კლიენტი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილ კახა გულორდავას აღმკვეთ ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გულორდავამ რამოდენიმე წუთის წინ დატოვა სასამართლო დარბაზი",- განაცხადა "პრესა.ჯი"-სთან გულორდავას ადვოკატმა.

თავად გულორდავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.