
სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია განთავსდა
13:52:23     14-11-2013
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის შესახებ მორიგი ინფორმაცია განთავსდა.
"გრძელდება ვანო მერაბიშვილის და ზურაბ
ჭიაბერაშვილის მიმართ "დასაქმების საქმეზე" მოწმეების დაკითხვა. მიუხედავად
პროკურატურის აშკარა ზეწოლისა, მოწმემ, ცაგერის რაიონის მაცხოვრებელმა,
დაადასტურა, რომ მათ რაიონში არჩევნებამდე იმყოფებოდა დასაქმების მინისტრი,
რომელმაც "დასაქმების მაძიებელთა აღწერის პროგრამის" პრეზენტაცია გამართა
და დამსწრეებს მოახსენა იმ სამუშაოების შესახებ, რაც უნდა ჩატარებულიყო
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ჩვენება სრულად ეწინააღმდეგება
ბრალდების ვერსიას, რომლის მიხედვითაც "დასაქმების მაძიებელთა აღწერის
პროგრამის" ფარგლებში აყვანილ პირებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ამ
პროგრამასთან",- აღნიშნულია განცხადებაში.