კოკა გუნცაძე თანამდებობას ტოვებს?

  12:21:56     14-11-2013

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობის პოსტს, სავარაუდოდ, კოკა გუნცაძე დატოვებს. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მომავალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც რკინიგზის თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვა დაიწყეს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურისთვის ცნობილი გახდა რკინიგზაში არსებული სერიოზული ფინანსური დარღვევების შესახებ. 

„პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ დაჩი ცაგურიასთან შეეცადა. ცაგურიამ გუნცაძის შესაძლო მოხსნას არასერიოზული უწოდა.  

აღსანიშნავია, რომ ცაგურია თავის დროზე რკინიგზის თანამშრომელთა შესაძლო გაფიცვის ფაქტსაც კატეგრიულად გამორიცხავდა, თუმცა დღეს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომეთა დიდმა ნაწილმა მუშაობაზე უარი განაცხადა.