ფახიტასი

  11:39:29     14-11-2013

რეცეპტის ინგრედიენტები:

        200 გრამი საქონლის სუკი
        150 გრამი ქათმის ფილე
        40 გრამი წითელი ბულგარული
        40 გრამი მწვანე ბულგარული
        30 გრამი ხახვი
        10 გრამი კეტჩუპი
        7 გრამი სოიოს სოუსი
        5 გრამი მარილი
        1 გრამი ორეგანო
        30 გრამი არაჟანი
        2 გრამი სეზამის მარცვალი
        მარილი და პილპილი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. ქათმის ფილე და საქონლის სუკი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. დაასხით ტაფაზე ზეთი, დაყარეთ ხორცის ნაჭრები  და მოთუშეთ.

2. ამასობაში დაჭერით ბულგარულები და ხახვი, ასევე მოგრძო ნაჭრებად.

3. ხორცს მოთუშვის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ბულგარულები და მობრაწეთ. დაასხით სოიოს სოუსი. ჩაუმატეთ ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით. ჩაუმატეთ კეტჩუპიც და მოურიეთ(ბულგარულები არ უნდა იყოს ძალიან მოთუშული, ცოტა მკვრივიც რომ იყოს უკეთესია).

4. მიღებული მასა გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და მიიტანეთ სუფრასთან.