ზუგდიდში პოლიციელს ყური მოაჭრეს და სრულიად შიშველი ქუჩაში დატოვეს

  13:08:35     12-11-2013

"ზუგდიდში პოლიციელს ყური მოაჭრეს, გააშიშვლეს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან დატოვეს"-ეს ინფორმაცია "პრესა.ჯი"-ს რედაქციამ რამოდენიმე წუთის წინ მიიღო.

როგორც ზუგდიდიდან იტყობინებიან, საპატრული პოლიციის თანამშრომელი გ. ანჩაბაძე ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან შენობის მიმდებარედ დაჭრილი იქვე მცხოვრებმა დევნილებმა იპოვეს.

თვითმხილველთა განცხადებით, ანჩაბაძეს ყური ჰქონდა მოჭრილი და სისხლში ცურავდა. ამ წუთებში ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართლველოს ხელმძღვენელობა და საპატრულო პოლიციის პირველი პირები არიან მობილიზებული. პოლიციამ ნივთმტკიცებად პოლიციის კუთვნილი საპატრული პოლიციის ფორმა ამოიღო.

ანჩაბაძე ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. "პრესაჯი"- ,მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს დაუკავშრდა. უწყების პრესცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაარკვევს.

"პრესა.ჯი"მრავალპროფილიანი საავადმყოფო „რესპუბლიკას" მენეჯერს, ნიკოლოზ ჭეჟიას დაუკავშირდა, სადაც დაჭრილი პოლიციელია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმე თუმცა სტაბილურია. „მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს ბასრი საგნით მიყენებული, მოტეხილი აქვს ორივე ქვედა კიდური“- აცხადებს ჭეჟია.