ფორთოხლის ფუნთუშები
11:06:12     12-11-2013
ფორთოხლის 12 ცალი ფუნთუშა თქვენს სახლში ციტრუსის არომატულ სურნელს მოაფრქვევს, რომელიც სულ უფრო ხშირად მოგენატრებათ. გამოიყენეთ ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი, გამოცხობისთანავე მოასხით ფუნთუშებს და ცხლადვე მიირთვით, რადგან სანამ გაცივდება აღარ დარჩება ;)
ფორთოხლის ფუნთუშები
გამოდის 12 ცალი ფუნთუშა
ინგრედიენტები:
1¼ ჭიქა რძე, 115°-მდე გაცხელებული
1 შეკვრა(8 გრამი) მშრალი აქტიური საფუარი
⅓ ჭიქა შაქარი
2+16 სუფრის კოვზი დარბილებული უმარილო კარაქი
1+½ ჩაის კოვზი გრანულირებული მარილი
1 ცალი კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
4 ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
⅓ ჭიქა ფორთოხლის კანის ანათალი(გამოდის დაახლოებით 3-4 ფორთოხლისგან)
3 ჭიქა საკონდიტრო შაქარი
1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ექსტრაქტი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი
პირველი ეტაპი:
ცომი: დიდი ზომის თასში მიქსერის დახმარებით შეურიეთ საფუარი რძეს. გადადგით 10 წუთით, სანამ ქაფს არ გაიკეთებს. შემდეგ ჩაუმატეთ შაქარი, 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ჩაის კოვზი მარილი და კვერცხი; ჩაუმატეთ ფქვილიც და საუკეთესო შედეგის მისაღებად ხელით მოზილეთ ცომის ერთგვაროვანი მასა. შეფუთეთ კულინარიული ცელოფნით და დაელოდეთ 1½ საათით, სანამ ცომი ზომაში არ გაორმაგდება.
შიგთავსი: ამასობაში ერთმანეთს ისევ მიქსერით შეურიეთ(მაღალი სიჩქარით) ყავისფერი შაქარი, 16 სუფრის კოვზი კარაქი და ფორთოხლის წვრილად გახეხილი კანი(ამას დაახლოებით 2 წუთი დაჭირდება); შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ½ ჩაის კოვზი მარილი, საკონდიტრო შაქარი და ექსტრაქტები; ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაახლოებით 2 წუთი. მიღებული მასის მცირე ნაწილს, დაახლოებით ¼ ჭიქას, ცალკე ჯამში შეურიეთ ფორთოხლის წვენი და ცხობის შემდეგ ფუნთუშებს მოაცხეთ ზევიდან.
მეორე ეტაპი:
ცომის მასა მოათავსეთ საცხობ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 18×10 მართკუთხედად. მალევე გაანაწილეთ მასზე შიგთავსი და ერთ-ერთი გვერდიდან გადაახვიეთ რულეტივით. ბოლოებში მოაჭერით ცომი და დაჭერით რულეტი 12 თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ ისინი 9×13 ზომის ცხიმწასმულ საცხობ ჭურჭელში(დაალაგეთ ჰორიზონტალურად), გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი მინიმუმ 6 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად(შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამით).
და ბოლოს:
გააცხელეთ ღუმელი 375°-ზე. მოაცილეთ ცელოფანი ფუნთუშებს და აცხვეთ 25 წუთით, სანამ მოოქროსფერ-მოყავისფრო არ გახდება. მოასხით გასაფორმებლად მომზადებული მასა და მიირთვით გემრიელად!