პურის ბაჭიები

  11:04:28     12-11-2013

ინგრედიენტები:

        2,5-3 ჭიქა ფქვილი
        2 სუფრის კოვზი შაქარი
        1 შეკვრა(8გ) მშრალი საფუარი
        1 ჩაის კოვზი მარილი
        1 ჭიქა არაჟანი
        1/4 ჭიქა წყალი
        2 სუფრის კოვზი კარაქი
        1 კვერცხი

1) მცირე ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაუმატეთ არაჟანი, კარაქი, დადგით ცეცხლზე. გააცხელეთ, მაგრამ ნუ აადუღებთ. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დაელოდეთ სანამ ნელთბილი არ გახდება და ჩაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტებიც.

2) მოზილეთ ცომი(სასურველია გამოვიყენოთ ცომსაზელი). დაუმატეთ წყალი, თუ ამის საჭიროება იქნება. შეფუთეთ, დადგით თბილ ადგილას და დაელოდეთ სანამ ცომი მოცულობაში არ გაორმაგდება.

3) ცომის მასა დაყავით 16 თანაბარ ნაწილად და თითოეულს კვერცხის ფორმა მიეცით. საცხობი ლანგარი დაფარეთ საცხობი ქაღალდით და განათავსეთ მასზე ყველა ბაჭია. მაკრატელის გამოყენებით ვიწრო მხარეს გაუკეთეთ ყურები და ორი პატარა ჩაღრმავება თვალებად.

4) აცხვეთ 190°C-ზე დაახლოებით 10 წუთით, სანამ ბაჭიები ოქროსფერ-ყავისფერი შეფერილობის არ გახდებიან.