"კბილაშვილის ვადა ამოიწურა, ახლა ნაცვლიშვილის დრო მოდის"
17:33:06     07-11-2013
„როგორც ჩანს, არჩილ კბილაშვილის ვადა ამოიწურა და ახლა კიდევ უფრო მკვეთრი მოქმედებებისა და ადამიანების დრო მოდის, ისეთის, როგორიც ლაშა ნაცვლიშვილია“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან წასვლის ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.
გაბაშვილი: „როგორც ჩანს, მისი ვადა ამოიწურა, ანუ შეიძლება, კიდევ უფრო მკვეთრი და კიდევ უფრო დაუფიქრებელი მოქმედებების ადამიანების დრო მოდის და საუბრობენ კიდეც ბატონ ნაცვლიშვილზე, რომელსაც ყველა ვიცნობთ, როგორც ასეთს. ყოველ შემთხვევაში, რაღაც პროცესები მიმდინარეობს პროკურატურაში, რომლის შედეგებს ყველა ვნახავთ’’, დიდი ხანია, საუბრობენ იმაზე, რომ ნაცვლიშვილი უფრო გავლენიანი ფიგურაა პროკურატურაში, ვიდრე კბილაშვილი, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენებოდა“.