ირაკლი ალასანია მორიგი ჩამოლაბორანტების მოლოდინში

  14:30:32     05-11-2013

კოალიციის შიგნით ბევრი ნაღმი არსებობს, რომელიც უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ამოქმედდება.  „ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ლიდრობისთვის ბრძოლას თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია დაიწყებს“- ასეთ პროგნოზს აკეთებს ცნობილი რუსი ანალიტიკოსი ფიოდორ ლუკიანოვი.

“ქართულ ოცნებასა” და ალასანიას შორის ერთი წლის წინ დაწყებული დაპირიპირება, ივანიშვილის მემკვიდრედ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნით პიკს მიუახლოვდა.

როგორც თავდაცვის მინისტრის გარემოცვა პრივატულ საუბრებში აღნიშნავს, მრავალჯერ ჩამოლაბორანტებულ ალასანიას ჩრდილში ყოფნა მობეზრდა და ის ოპოზიციაში გადაბარგებისთვის აქტიურად ემზადება. ალასანიას პარტიულ აქტივისტთა ნაწილმა უკვე დატოვა კოალიციის რიგები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  თავდაცვის მინისტრმა  ევროპაში რამდენიმე დასავლელ ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილისგან „გაყრაზე“ ღიად მიანიშნა.

მინისტრის გაემოცვა, ალასანიას ფობიაზეც საუბრობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას უკავშირდება.

„ივანიშვილმა ალასანიას გაუჩალიჩა, როცა ღარიბაშვილი დანიშნა მის შემცველად, რადგან მოქმედმა პრემიერმა კარგად იცოდა ორ მინისტრს შორის დაპირიპირება“, - აცხადებს „პრესა.ჯი“-ს წყარო.

ირაკლი ალასანიამ  ღარიბაშვილის მას შემდეგ აითვალწუნა, რაც შს მინისტრმა თანაგუნდელს  რამდენიმე ფავორიტი პრემიერის დავალებით, დაუჭირა.

როგორც წყაროები ყვებიან, ღარიბაშვილი ფარულად აგროვებს კომპრომატებს ალასანიაზე, მათ შორის პირად ცხოვრებაზე, რაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ივანიშვილის ჭორაობის მიზეზიც გახდა. შს მინისტრი აქტიურად ცდილობს მოიპოვოს მტკიცებულებები  თავდაცვაში არსებული კორუფციული სქემებისა და ფულის გადანაწილების შესახებაც.

ალასანიასა და ღარიბაშვილს ფარულ დაპირიპირება დღის სინათლეზე თავდაცვის მინიტრმა გამოიტანა, როცა შს მინისტრი „ჯიჰადის“ საქმეზე მკაცრად გააკრიტიკა.

ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმის გამოძიება ჭიანურდება, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების საგამომძიებლო მოქმედებებში ჩართვა არ გამორიცხა.

ალასანიას „პოლიტიკურ განეიტრალებაზე“ ოცნებობს მოქმედი პრემიერიც. ივანიშვილი ალასანიას საპარლამენტო არჩევნებამდე გავრცელებული აუდიო ჩანაწერებიის გამო ერჩის,  სადაც ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრება და ბიძინა ივანიშვილს არაკორექტულად მოიხსენიებს. „აუ, რა ყლ..ა“, - ამბობს იგი ივანიშვილზე.

ამას ემატება ჯარში მიღებული შედეგი, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის არასახარბიელოა. ცესკოს მონაცემებით, ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებში, პირველა ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დავით ბაქრაძე გავიდა.

ივანიშვილი უკმაყოფილოა, ჯარში არსებული მდგომარეობით. ივანიშვილმა ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრს  ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე საჯაროდ კიდევ ერთხელ აუწია ყური.

"ჯარისკაცების მოწამვლის პირველი შემთხვევა რომ მოხდა, ალასანიამ თვითონ დამირეკა და განმიმარტა, რომ 7-8 კაცი იყო შეუძლოდ. ახლა მეორედ მოხდა იგივე, მაგრამ ალასანიას აღარ დაურეკავს. არ ვიცოდი, თუ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. რა ხდება, სააკაშვილის მთავრობაა? ვინ დაადო საიდუმლო გრიფი? რა სახელმწიფო საიდუმლოებაა ჯარისკაცის მოწამვლა? ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს და, რა თქმა უნდა, მე ამ საკითხით დავინტერესდები. ხვალ მთავრობის სხდომა მაქვს და სიტუაციაში აუცილებლად გავერკვევი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდი უკვე ცდილობს, მონახოს გზა, როგორ მოაცილონ თავდაცვას ალასანია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალი პრემიერი ალასანიას პოსტზე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს ამზადებს.

თავის მხრივ, დეპუტატი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

როგორც სესიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, "ახალი პრემიერის გადასაწყვეტია ვისთან გააგრძელებს ის მუშაობას, მაგრამ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რამე ცვლილებებს ამ მიმართულებით, რადგანაც ალასანია არის კარგი მინისტრი და ჩემთან ამაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს".