
რა კრიტერიუმით შეარჩია პრემიერმა მემკვიდრე? – ღარიბაშვილის გამოუძიებელი საქმეები და ნეპოტიზმი შსს–ში
17:16:47     04-11-2013
ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლას, რამოდენიმე დღეში, 22 ნოემბერს გეგმავს. მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს და საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს.
ცნობილია, რომ ივანიშვილის თბილ სავარძელს შს ამჟამინდელი მინისტრი და პრემიერის ვაჟის მეგობარი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, თუმცა, რა კრიტერიუმით შეარჩია ივანიშვილმა ღარიბაშვილი, ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მოტივი.
საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მილიარდერმა ორ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე ნდობით აღჭურვილი პირები, სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ მათი მართვა კულისებიდან ადვილად შეეძლება.
ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი და რით დაამახსოვრა მან თავი საზოგადოებას?
შს მინისტრომამდე, ირაკლი ღარიბაშვილი (2012 წლის თებერვლიდან-ოქტომბრამდე) პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი იყო. 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; 2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი; 2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2006 წელს - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 2005-2012 წლებში - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე; 2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შპს "ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005 წწ. - შპს "ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი; 2001-2002 წლებში – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ეს უწყება ახალი ხელისუფლების პირობებში არაერთხელ გამხდარა მძაფრი დაპირისპირების მიზეზი. ოპოზიცია, ღარიბაშვილს დანაშაულის სტატისტიკის დამალვაში დღემდე ადანაშაულებს, საზოგადოებას ეპარება ეჭვი „ჯიჰადის“ საქმის გახსნაშიც. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ღარიბაშვილმა ვერცერთი სენსიტუტიური საქმის გახსნა ვერ შეძლო, რომელიც მინისტრობის დროს პირად კონტროლზე აიყვანა.
მათ შორისაა ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენიდან დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის საქმე, გაუჩინარებული გოგონას ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს დარეჯანის დედამ ლამზირა მახარაძემ განუცხადა, პოლიციამ მიიძინა.
„პოლიციამ მიიძინა, ჩემთვის აღარავის სცალია, ყველა არჩევნების შემდგომი ემოციიებით და თანამდებობის გადანაწილებითაა გართული. მე მაგათი არც აჩევანი და არც არადანი არ მაინტერესებს, ჩემი შვილი მჭირდება“,- ამბობს შვილდაკარგული დედა.
მთავრობას და ღარიბაშვილს 16 წლის მარიამ კოჩალაძის მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანის ექსტადიციის საქმის გაჭიანურების გამოც საყვედურობენ.
საქმის გახსნა, ისე რომ მკვლელი თავისუფალია, ყელგამოჭრილი მარიამის მშობლებისთვის დიდი შეღავათი არ არის. ბათუმში აცხადებენ, მსგავსი სისასტიკით განხორციელებული მკვლელობა არ ახსოვთ. ადგილობრივთა თქმით, პოლიცია ამნისტირებულ პატიმრებს ვერ უმკლავდება, ამიტომ ქალაქში გამოსვლას ღამის საათებში ერიდებიან.
რეგიონის მასშტაბით იმატა ყაჩაღობის ფაქტებმა. გასულ თვეს სამეგრელოში ამნისტირებული პატიმრის მიერ მოწყობილი თავდასხმა მსხვერპლით დამთავრდა. ხობის რაიონში ქარჩავების ოჯახზე განხრციელებული ყაჩაღური თავდასხმისას ოჯახის უფროსი დაიღუპა. როგორც ხობში აცხადებენ, დამნაშავის ასაყვანად პოლიცია მოუმზადებელი წავიდა, სპეცოპერაცია ორივე მხარისთვის ფატალურად დასრულდა, ბოროტმოქმედთან ერთად დაიღუპა სპეცდანიშნულების ოფიცერი დავით დემურია.
ახალი მინისტრის მუშაობუს პერიოდში, თავი იჩინა პოლიციელთა ძალაობისა და შანტაჟის ფაქტებმაც, მინისტრის მოადგილე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის მეშვეობით ცდილობდა საკუთარი ინტერესების გატარებას. შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის დავით გელაძის მიერ ნასროლი ტყვიისგან კი 18 წლის გიორგი სვანი, სასწაულმა იხსნა.
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობას შავ ლაქად დასდევს სპარლამენტო არჩევნების წინა დღეს კოლაგში მომხდარი სზარელი მკვლელობა, რომელიც პოლიტიკური ინტერესებისთვის იქნა გამოყენებული.
შს სამინისტომ 10 თვის ჩვილის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა დღემდე ვერ გამოიძია. მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნის პირობა ღარიბაშვილმა არაერთხელ დადო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთხელ ამხილეს მაღალ თანამდებობაზე საკუთარი ახლობლების დანიშვნაშიც.
მოქმედი პოლიციელები პირად საუბრებში აცხადებენ რომ მინისტრმა უწყება დეიდაშვილ- მამიდაშვილებით და ცოლის ნათესავებით გაავსო.
ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
საპარლამენტო კულუარებში აქტიურად საუბრობენ ღარიბაშვილის შემცველზეც. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ამ პოსტზე ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს დაასახელებს.