მოდილიანის ერთგული მუზა

  06:31:24     04-11-2013

ამადეო მოდილიანს (1884-1920) – იტალიელ მხატვარს, (ექსპრესიონისტს) მეგობრები მოდის ეძახდნენ. იგი ბევრს სვამდა, ეწეოდა და რაც კი თავში მოუვიდოდა ყველაფერს აკეთებდა. მოდილიანი თავისი დროის ყველაზე განათლებული მხატვარი იყო. უცნაურსა და რომანტიკულ მოდის ასეთივე უცნაური და ერთგული მუზა ჰყავდა, რომელსაც თანამედროვენი იდეალურსა და გასხივოსნებულს ეძახდნენ. მათ დაქორწინება ვერ მოასწრეს,მოდილიანის ტუბერკულოზით დაავადების გამო, ამიტომ ჟანა ებიუტერნი ისტორიას მხოლოდ მოდილიანის არაოფიციალურ ცოლად შემორჩა.

მხატვრები ამადეოს პატივს სცემდნენ და ტოსკანელ პრინცს ეძახდნენ. იგი მართლაც წარჩინებული ოჯახიდან იყო. მამა ებრაელი სეფარდი ფლამინიო მოდილიანი, რომელსაც სამაკლერო კანტორა ჰქონდა (კანტორა იტალიურად იმავე სიტყვით აღინიშნება, რითაც ბანკი) და დედა ევგენია გარსენი სპინოზას შორეული შთამომავალი.(თუმცა ზუსტად ასე იყო თუ ისე მოდილიანის ბიოგრაფიაში ფაქტებით არ დასტურდება არც ,,ბანკირობის” და არც ,,ფილოსოფოსის შთამომავლობის” ვერსია.) ამადეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მშობლების სახლში ჩინოვნიკები გამოცხადნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად . არავითარი ბანკი მათ არ გააჩნდათ ყელამდე ვალებში ჩაფლული მამა მოდილიანის გაკოტრება კი სტიქიურ უბედურებად დაატყდა თავს. მართლაც რომ თავს დაატყდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან თანახმად იტალიის კანონებისა მელოგინეს ქონება ხელშეუხებელი იყო. ყველაფერი თუ კი რამ ფასეულობა გააჩნდათ ოჯახში ჩინოვნიკების მოსვლამდე მელოგინის საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა. მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი იყო,ზოგჯერ მტრულადაც კი იყო მისდამი განწყობილი,დედა კი გატაცებით უყვარდა და დედასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე.

მოდილიანი, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი,თავის ნახატებს ვერ ყიდდა, ბოლო 10 წელი სიღატაკეში გაატარა… რამოდენიმე წლის წინ კი ნიუ-ორკის იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების საშემოდგომო აუქციონზე 31,3 მლნ დოლარად გაიყიდა. ეს მოდილიანის მუზისა და საყვარლის, ორსული ჟანა ებიუტერნის პორტრეტი იყო. ჟანა მხოლოდ მუზა არ იყო, იგი თვითონაც მხატვარი გახლდათ და ამადეოს ათეულობით პორტრეტი აქვს დახატული.

მათ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს, თუმცა სად – გაურკვეველია.ერთნი ამბობენ , თითქოს პირველად კარნავალზე შეხვდნენ ერთმანეთს, მეორენი ამტკიცებენ, რომ ამადეომ თავისი მომავალი მუზა კალაროსის აკადემიაში შენიშნა. ამ აკადემიაში ნებისმიერ მხატვარს შეეძლო მუშაობა – 50 სანტიმს გადაიხდიდა და უზრუნველყოფილი იყო როგორც მოლბერტით, ისე შიშველი ნატურით. მესამენი ირწმუნებიან, რომ ამადეომ ჟანა კაფე ”როტონდაში” დაინახა, რომლის გაბოლილ უკანა ოთახშიც მხატვრები, ნახატების გამყიდველები და პოეტები იკრიბებოდნენ.
ამადეომ ჟანას პორტრეტი მისი პირველივე დანახვისას ქაღალდის ფურცელზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: ” შევხვდი ერთადერთ ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა,იგი ჩემი ნამდვილი სიყვარული გახდება”.

ჟანა მაშინ 19 წლის იყო და ამბობდნენ, რომ ჩიტს გავდა,რომლის შეშინება ძნელი არ არის. მას ქალური, მოკრძალებული ღიმილი ჰქონდა.მშვიდად საუბრობდა და ღვინოს არასოდეს სვამდა. ჟანა პანთეონთან ახლოს , დიდი სახლის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა .მამამისი პარფიუმერულ ფირმაში მსახურობდა , საღამოობით კი ცოლსა და ქალიშვილს თავის საყვარელი ფილოსოფოსის , პასკალის თხზულებებს უკითხავდა. ჟანას ძმა , ანდრე მხატვარი იყო.მის ნახატები ცნობილ გალერებში იყო გამოფენილი,ჟანამც მხატვრობა მოინდომა და მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.ჟანამ ამადეოს გულისათვის ყველაფერი დათმო და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან საცხოვრებლად გადავიდა.მაშინ ამადეო ძალიან ბევრს სვამდა და ავადმყოფობდა.
ამადეო გამხდარი , ჩავარდნილი ლოყებით და უფერული სახის იყო. იგი სუტინის სახელოსნოში ცხოვრობდა და ძილის წინ იატაკს წყლით რეცხავდა ტარაკანებთან და ბაღლინჯოებთან საბრძოლველად. პარიზში ჩამოსვლისას სულ სხვაგვარი იყო – მუქი ფერის კოსტიუმი და ქათქათა პერანგი ეცვა.ხალისიანი და ჟანმრთელი იყო., ცხოვრებას შეჰხაროდა. პარიზში ჩასვლისას პირველად საუკეთესო სასტუმროში დაბინავდა.შემდეგ ფული თანდათანობით გამოელია და ნაცნობი მხატვრის სახელოსნოში გადასახლდა.

მოდი და ჟანა ლუქსემბურგის ბაღთან დასახლდნენ.ფული არ ჰქონდათ.ამადეოს შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა .იგი ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა დაავადმყოფა. ტუბერკულოზის გამო ღამით განუწყვეტლივ ახველებდა.ჟანას მშობლებმა იგი სამკურნალოდ ნიცაში წაიყვანეს. სადაც მათ გოგონა შეეძინათ. მართალია, მოდიმ განცხადება დაწერა პირველ ცოლთან განქორწინებაზე, მაგრამ ვერ მოასწრეს , კანონიერი ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ, ამიტომ მათ გოგონას რეგისტრაციისას დედის სახელი ჟანა ებიუტერნი დაუწერეს (1918-1984).

ამადეუო ნიცაში უკთესად არ გამხდარა. პარიზში დაბრუნებისას ისევ დაიწყო სმა. უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ამიტომ ჟანას მამამ ბავშვი წაიყვანა. იმ პერიოდში გალერეაში მოდილიანის 12 ნახატი გამოიფინა .მათგან რამდენიმე გაიყიდა. ერთ დღეს მოდი მეგობრის დედსათან მივიდა, სასმელი ითხოვა და ებრაულად , მოთქმით რაღაც უმღერა. ფიქრობენ რომ ეს ებრაული რექვიემი იყო-ერთადერთი რაც მოდილიანის ურწმუნო ოჯახში იცოდნენ.
მოდი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ 2 დღეში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. თავზარდაცემული ჟანა მასთან საავადმყოფოში მიიყვანეს. მან მოდის დიდხანს, თვალმოუცილებლად უყურა .შემდეგ მამამისმა სახლში წაიყვანა. მეორე დილით ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა , ამ დროს ის მეორე ბავშვზე იყო ორსულად მეცხრე თვეში.
ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხატვრებმა მას პომპეზური ცერემონიალი მოუწყვეს. ჟანა მეორე დღეს პარიზის შემოგარენში დაასაფლავეს. იგი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოდილიანის ოჯახის თხოვნით გადაასვენეს მეუღლის გვერდით.მათი შვილი ჟანა , ამადეოს ნათესავებმა წაიყვანეს.