ცხვრის მწვადი

  05:53:21     04-11-2013

მასალა:

    ცხვრის ხორცი – 1 კგ.
    ხახვი – 3 თავი (100 გრამი)
    ძმარი – 2 სუფრის კოვზი
    ოხრახუში – 1 კონა
    მარილი – გემოვნებით

ერთი კილოგრამი საკმაო სიმსუქნის ცხვრის ხორცი დავჭრათ და ჩავაწყოთ ფენებად ღრმა ჭურჭელში, რომელშიც ძმარი უნდა ჩაისხას. ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში, დავახუროთ სახურავი და ასე დავტოვოთ 3-4 საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე  და შევწვათ ჩვეულებრივი სიფრთხილით. მარილი მხოლოდ შამფურზე აგების დრო მოვაყაროთ. ლანგარზე რომ დავაწყობთ, მაშინ მოვაყაროთ მრგვალად დაჭრილი უმი ხახვი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.