ნიგვზიანი ლობიო

  05:52:05     04-11-2013

მასალა:

    1 კილოგრამი ლობიო
    1 ჩაის ჭიქა ნიგოზი
    3 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
    5 კბილი ნიორი
    თითო კონა ახალი ქინძი, ნიახური, ოხრახუში
    მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით

აიღეთ ”გურულა” ლობიო. გაარჩიეთ, გარეცხეთ და ქვაბში ჩაყარეთ. წყალი დაასხით და მოხარშეთ. მოხარშულ ლობიოს ცოტა წვენი უნდა შერჩეს. საკაზმი მდუღარე ლობიოში უნდა ჩაამატოთ, კარგად მოურიოთ და მაშინვე ცეცხლიდან გადმოდგათ.

საკაზმი:

დანაყილი ქინძი, ნიორი, ნიგოზი, ალყა-ალყა თხლად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ნიახური, ღვინის ძმარი, მარილი, პილპილი გემოვნებით და ყველაფერი კარგად აურიეთ.