ბერძნული სალათა

  12:31:59     31-10-2013

    3 პამიდორი
    1-2 მწვანე წიწაკა
    100 გ. ზეთისხილი (კურკის გარეშე)
    2 კიტრი
    1 საშუალო ზომის ხახვი
    1 კონა ოხრახუში
    100 გ. ყველი
    ზეითუნის ზეთი
    ლიმონის წვენი
    პილპილი და მარილი


დავჭრათ ოხრახუში, კიტრი, პამიდორი, წიწაკა და ხახვი რგოლებად. ყველაფერი ავურიოთ, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, დავუმატოთ ზეთისხილი, ლიმონის წვენი და შევაზაოთ ზეითუნის ზეთით. ზემოდან დავადოთ ყველის რამოდენიმე ნაჭერი.