ძველაის მამა : დღეს დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი მოკლულია, ე.წ მაყურებლების დავალებით
17:09:39     29-10-2013
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას, მამა სასჯელაღსრულების სამინისტროს სპექტაკლის დადგმაში ღიად ადანაშაულებს.
„ჩემი შვილი ამ კადრებში მე ვერ დავინახე“,- უთხრა პრესა.ჯი“-ს თენგიზ (დათო) ძველაიამ.
„100 %- ით დარწმუნებული ვარ, რომ ფირზე, სადაც ვიღაც ჩემი შვილის ქურთუკით დარბის დადგმულია. მას ჩემი შვილის „კურტკა“ ჩააცვეს... არ გავს ის ვიღაც ჩემი შვილის აღწერილობას გოგას თმას, თავის მოყვანილობას, სახეს, აღნაგობას ხომ ვცნობ, ვის ატყუებენ ესენი... გოგას ხუჭუჭა თმა ქონდა, ფირზე კი თითქმის მელოტი ადამიანი ჩანს,“- აცხადებს გარდაცვლილის მამა.
თენგიზ ძველაია გეგმავს ინტერნეტში განათავსოს საკუთარი შვილის ფოტოები და სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს გაასაჯაროვოს მისთ ხელთ არსებული ფირი.
გარდა ამისა გარდაცვლილის ოჯახს საეჭვოდ ეჩვენება ის ფაქტიც, რომ საკნიდან ამოღებული ფირები მაგიდაზე ელაგა და არ იყო დალუქულ კონტეინერში მოთავსებული, რომლის პირობა ძველაიებს სამინისტროში მოხდარიდან გარდაცვალებიდან მალევე მისცეს.
„ფირების სანახავად რომ შევედით, დისკები მაგიდაზე დაგვახვედრეს, არა და ამ დრომდე ირწმუნებოდნენ , რომ აღნიშნული მასალა კონტეინერში იყო მოთავსებული, ლუქს კი ჩვენ თვალწინ ახსნიდნენ“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გოგა ძველაიას მამამ.
თენგო ძველაია, დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია.
„ახლა კიდევ იფრო დავრწმუნდი რომ ჩემი შვილი მოკლულია, ე.წ მაყურებლების დავალებით. ბავშვი მოკლეს და მერე ჩამოკიდეს“,- აღნიშნა ძველაიამ.
კითხვაზე აპირებს თუ არა ოჯახი სამართლებრივ დავას, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ამაზე პასუხი ადვოკართან კონსულტაციის შემდეგ ექნება.
გოგა ძველაია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ზეწრით ჩამომხრჩვალი 7 ოქტომბერს იპოვეს. გარდაცვლილის მამამ თავიდანვე მომხდარი დაკავებულისა და ე.წ მაყურებელს შორის არსებულ დაპირისპირებას დაუკავშირა.
თენგიზ ძველაია, აცხადებს, რომ მის შვილს წინა ნასამაეთლეობისას კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ პატიმართან და მას ყბა ჩაუმტვრია. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ე.წ ციხის მაყურებელი გახდა და მუქარა შეასრულა.
„როდესაც გოგა ქუთაისში ციხეში გადაყავდათ, მითხრა: მამა, იქ პრობლემები მაქვსო. ვკითხე, რა ხდება-მეთქი, არადა, ვფიქრობდი, ქუთაისი უფრო ახლოს არის და უფრო ხშირად ვინახულებთ შვილს-მეთქი... ჩხუბი მოგვივიდა და ერთ-ერთს ყბა გავუტეხე, ის კი, იმ ახალ ”ზონაში” ”მაყურებელია” და ვიცი, მასთან კონფლიქტი გაგრძელდებაო. მაინტერესებს, დაახლოებით, დღის 3-4- საათზე მიყვანილ ჩემს ბავშვს რა დაემართა ისეთი, რომ რამდენიმე საათში, მეორე დილას თავი მოიკლა... თანაც, ციხის უფროსის სახელზე განცხადება დაწერა, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გთხოვთ, ცალკე კამერაში მომათავსოთო. მოათავსეს კიდეც ცალკე კამერაში, ანუ ციხის უფროსიც იყო საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა პატიმრებს შორის და ჩვენ რატომ არაფერი შეგვატყობინეს, ან რამე ზომები რატომ არ მიიღეს?..“,- განაცხადა ძველაიამ.