სერგეენკო თუ ღარიბაშვილი – ვის დაასახელებს პრემიერი მემკვიდრედ?

  12:07:35     28-10-2013

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს პრემიერ-მინისტრი თავის შემცვლელს დაასახელებს. ცნობილია, რომ ივანიშვილი 15 საათზე ბრიფინგს გამართავს, თუმცა რა თემაზე გააკეთებს ის განცხადებას, არც კანცელარიაში და არც ქართულ ოცნებაში არ ასახელებენ.

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, კი, შესაძლოა, სწორედ დღეს დაასახელოს ბიძინა ივანიშვილმა მისი შემცვლელი.

კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა პრემიერის პოსტი ან ღარიბაშვილმა ან სერგეენკომ დაიკავოს. რაც შეეხება აქამდე განსახილველ კიდევ ერთ კანდიდატ დავით უსუფაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ამ პოსტზე მის თავს არ მოიაზრებს. უსუფაშვილის განცხადებით, მომავალ პრემიერი ქართული ოცნების ოფისთან გუშინ იმყოფებოდა, როდესაც პარტიის წევრები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

როგორც „პრესა.ჯი“-ს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა პირად საუბარში უთხრა, პრემიერი მის შემცვლელად ჯანდაცვის მინიტრ დავით სერგეენკოს ტოვებს. რაც შეეხება ღარიბაშვილის კანდიდატურას, ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე რამენჯერმე განიხილეს.

“პრესა.ჯი“ შეეცადა სერგეენკოსთან დაკავშირებას, თუმცა ის მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის.

ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე, როცა მინისტრს კითხვა დაუსვეს დათანხმდება თუ არა იგი პრემიერობას, თუ ასეთი შეთავაზება იქნება, მინისტრი პასუხობს, რომ იგი ყველა მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდება.

"ჯანდაცვის მინისტრობაც არ იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ვცდილობ, პასუხისმგებლობისთ მოვეკიდო იმ მოვალეობებს, რაც შეიძლება დროის გარკვეულ მონაკვეთში ქვეყნისთვის აუცილებელი იყოს", - განაცხადა მან.