
თენგიზ გუნავა თანამდებობას ტოვებს
11:28:33     28-10-2013
სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა დაპირებას ასრულებს და თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
გუნავა
"პრესა.ჯი"-სთან საუბრისას თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ თარიღს ვერ
ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სისრულეში ახალი
პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მოიყვანს.
"მე თქვენთან ინტერვიუსას ვთქვი, რომ მარგველაშვილს თავს არ მოვახსნევინებ,
ასეც მოვიქცევი, ვაპირებ, დავტოვო თანამდებობა",- განაცხადა გუნავამ.
მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და პარტიულ ცხოვრებაში აქტიურ ჩაბმას გეგმავ.