
გიგა ბოკერია: წინა არჩევნებზე, ამ მომენტისთვის, აქტივობა უფრო მაღალი იყო
14:18:12     27-10-2013
ხელისუფლება და პრემიერი ივანიშვილი ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით კმაყოფილები არიან, ოპოზიცია კი დაბალ აქტივობაზე საუბრობს.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა საბურთალოს რაიონში ერთ -ერთ უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, წინა არჩევნებზე ამ მომენტისთვის აქტივობა უფრო მაღალი იყო.
„არ მინდა ამ თემით სპეკულირება არ მინდა მაგრამ ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ წინა არჩევნებზე ამ მომენტისთვის აქტივობა უფრო მაღალი იყო. მე მივეცი ხმა კანდიდატს, რომლესაც აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის სამსახურში ყოფნის, აქვს ცოდნა და კვლიფიკაცია ამ რთულ პრეიოდში საქართველოს დაცვის საერთაშორისო ასპარესზე , საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის და რომელსაც აქვს ეკონომიკური პროგრამა და ხედვა“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ
ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ საარჩევნო ყუთებთან რიგებია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 606 710 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 17,15%-ს შეადგენს.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი თითქმის 8%-ით მეტი იყო 12:00 საათისთვის 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 25.5%-ს უკვე მიღებული ჰქონდა მონაწილეობა.