"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ბაქრაძემ ხმა 27–ე საარჩევნო უბანზე მისცა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
„განწყობა ძალიან კარგი მაქვს. ხმა ქვეყნის სტაბილურობას და უკეთეს მომავალს, შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთეს ცხოვრებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს მივეცი. იმედი მაქვს, რომ დღევანდელ დეღეს ყველა ისეთ არჩევანს გავაკეთებთ, რომლითაც გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა იქნება, რომლითაც უკეთ იცხოვრებს ჩვენი ხალხი და რომლითაც მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ქვეყანას და საზოგადოებას",- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.