ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

  09:00:57     27-10-2013

ცესკოს სპიკერ ეკა აზარაშვილს ინფორმაციით,   დილის 08:00 საათიდან ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტანამშრომლები მხოლოდ 2 საარჩევნო უბანს ვერ ვუკავშირდებიან. არაზაშვილის განცხადებით,კომისია დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს და მედიას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ. 

"ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მხოლოდ 2 საარჩევნო უბანს ვერ ვუკავშირდებით, რომელიც მესტიაში მდებარეობს. დღის განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 24-საათიან რეჟიმში. მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი 2 51 00 51, ონლაინ-ჩატი და ონლაინ-ოპერატორი", - განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს, მათგან ცხრა კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, ხოლო - 12 საინიციატივო ჯგუფმა.