სააკაშვილი: ჯოჯოხეთი ელის წინ ამ მთავრობას
21:38:44     24-10-2013
"ჯერ კიდევ საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო და მე მათ გადავეცი მთელი უფლებამოსილება. პარლამენტი აქტიურად ვერ ერეოდა მათ საქმიანობაში. როგორც კი ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, პარლამენტი ყოველდღიურად, უმრავლესობაც, უმცირესობაც, ყველა ჯგუფი ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში, რაც ადრე, აქამდე არ ყოფილა საქართველოში.
წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ელის წინ ამ მთავრობას, კონსტიტუციური ფარგლები არის ასეთი და ნებისმიერ შემდეგ მთავრობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან მალე შეცვლის", - განაცხადა სააკაშვილმა.
"საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე მდებარე ამფითეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შემოდის ახალი კონსტიტუციური სისტემა და მთავრობას კიდევ ვერ გაუაზრებია რამდენად იყო ის დაცული ბოლო წელიწადს. "აქედან გამომდინარე ისინი არა მხოლოდ არ ამთავრებენ ბრძოლას, პირიქით, იწყება უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი".