ალასანიას ახლობელი “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებდა

  21:06:41     24-10-2013

ირაკლი ალასანიას ახლობელი კახა ჩიხლაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2″ის ჟურნალისტ ემა გოგოხიაზე ზეწოლას ახორციელებდა. ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზეთის კუდის ყოფილი უფროსის რომან შამათავას ადვოკატმა რომეო საჯაიამ გააკეთა.

ადვოკატის ცნობით, საქმე ეხება სოფელ ხურჩაში 2008 წლის 21 მაისს მომხდარ ტერაქტს, როდესაც ემა გოგოხია მომხდარ ამბავს აშუქებდა. აღნიშნულ საქმეზე დასაკითხად დაიბარეს “რუსთავი2″ ის ჟურნალისტი ემა გოგოხიაც. ხურჩაში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებული როინ შამათავას ადვოკატის თქმით, ირაკლი ალასანიას ახლობელი კახა ჩიხლაძე ჟურნალისტ ემა გოგოხიასაგან შამათავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდა. ეს განცხადება რომეო საჯაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც როინ შამათავასათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობენ.

ჟურნალისტს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.