თეთრი შოკოლადის ტორტი
13:32:46     24-10-2013
მასალა კრემისთვის:
150 გ. თეთრი შოკოლადი
150 გ. არაჟანითეთრი შოკოლადის ტორტი
2 ს.კ. შაქრის პუდრა
400 გ. ნაღები (ცხიმ. 33-35%)
მასალა ბისკვიტისთვის:
6 კვერცხი
1 მწიკვი მარილი
250 გ. შაქარი
200 გ. დაფქული ნუში
1 ს.კ. სახამებელი
პერგამენტი ფორმისთვის
დაშაქრული ვარდი მოსართავად
მასალა მოცემულია ტორტის 24 სმ. დიამეტრის გასახსნელ ფორმაში გამოსაცხობად
კრემისთვის დატეხეთ შოკოლადი, შეათბეთ არაჟანი და შაქრის პუდრა, დაუმატეთ შოკოლადი და გაადნეთ, თან ურიეთ. მიღებული მასა გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით გასაცივებლად გრილ ადგილას 30 წუთით.
გააცხელეთ ღუმელი. ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, დაუმატეთ შაქარი და კვერცხის გული, თან ურიეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ერთმანეთში არეული ნუში და სახამებელი.
ცომი მოათავსეთ ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 30 წუთი. ოდნავ რომ გაგრილდება, გადმოიღეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება.
ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ თითო-თითო კოვზი გაცივებული შოკოლადიანი მასა. ნუშის ბისკვიტი გაჭერით სიგანეზე. ქვედა ფენას წაუსვით შოკოლადის კრემის 1/3. დაადეთ ზედა ფენა და დარჩენილი კრემი წაუსვით გვერდებსა დაზედაპირზე. ტორტი მორთეთ დაშაქრული ვარდით.