ლობიო კომშით

  13:32:05     24-10-2013

mასალა:

    1 კილოგრამი ლობიო
    3 ცალი ხახვი
    თითო კონა მწვანილი
    3 ცალი კომში
    მარილი და პილპილი გემოვნებით

ლობიო კომშით

ლობიო კომშით

ლობიო გაარჩიეთ და გარეცხეთ. ქვაბში ჩაყარეთ და ორჯერ მეტი ადუღებული წყალი დაასხით. თუ დაიშრო, კიდევ დაამატეთ. მოხარშვის შემდეგ ამოლესეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, აგრეთვე დაჭრილი კანგაცლილი კომშის ნაჭრები. როცა კომში კარგად ჩაიხარშება, კიდევ ამოლესეთ. დაამატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით. მიირთვით გემრიელად.