ავგოლემონო (ბერძნული ქათმის წვნიანი)
11:07:05     23-10-2013
ინგრედიენტები:
1 ქათამი(1.500კგ.)1 საშუალო ზომის დაჭრილი ხახვი(დაახლოებით 1½ ჭიქა)1 საშუალო ზომის დაჭრილი სტაფილო(დაახლოებით ½ ჭიქა)1½ ჭიქა დაჭრილი ნიახური8 ჭიქა წყალი2 ჩაის კოვზი მარილი, უფრო მერი – გემოვნებით1 ჭიქა გრძელი ბრინჯი4 კვერცხი, ოთახის ტემპერატურის1 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი2 სუფრის კოვზი ცივი წყალი1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაახლოებით 2 ლიმონის), უფრო მეტი – გემოვნებითპირველი ეტაპი:მოათავსეთ ქათამი, დაჭრილი ბოსტნეული და 8 ჭიქა წყალი დიდი ზომის ქვაბში, მაღალ ცეცხლზე. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 1½ საათით, ბულიონის ხშირ-ხშირად მოხდით. ამოიღეთ ქათამი ქვაბიდან, ის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მოსამზადებლად, ან მიირთვათ წვნიანთან ერთად. ქვაბიდან გადაწურეთ ბულიონი საცერში, ბოსტნეულის მოსაშორებლად. უნდა მიიღოთ 6 ჭიქა ბულიონი – ცოტა მეტი დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო ნაკლები დაგრჩათ, მაშინ წყალი დაუმატეთ 6 ჭიქა სითხის მისაღებად. ჩაასხით ბულიონი უკან, ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ კვლავ დაუწიეთ ცეცხლს, ჩაამატეთ ბრინჯი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთით, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
მეორე ეტაპი:ბლენდერში მოათავსეთ ჭადის ფქვილი და ჩატეხეთ კვერცხები. 2-3 წუთით ურიეთ მაღალი სიჩქარით, სანამ ძალიან არ აქაფდება. შემდეგ ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი, ლიმონის წვენი და კვლავ აამუშავეთ ბლენდერი 20-30 წამით. მიღებული მასა მოათავსეთ თასში და ნელ-ნელა შეურიეთ 3-4 ჭიქა პირველ ეტაპზე მომზადებული ცხელი წვნიანი. მიღებული ოთახის ტემპერატურის ნარევი უკან ჩაასხით წვნიანის დარჩენილ მასაში, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას. უნდა მიიღოთ ცოტაოდენი ქაფით დაფარული წვნიანი. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი, ლიმონის წვენი და ცხლადვე მიირთვით გემრიელად.