ორცხობილა ჯემით

  11:04:57     23-10-2013

რეცეპტის ინგრედიენტები:
170 გრამი კარაქი220 გრამი ფქვილი100 გრამი შაქარი1 ცალი კვერცხი1/4 ჩაის კოვზი მარილი2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი1/2 ჭიქა(160გ.) სასურველი ხილის ჯემი~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე(375F).
2. საშუალო ზომის თასში მოათავსეთ კარაქი. გათქვიფეთ ის შაქართან და კვერცხთან ერთად. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტიც. ჯერ ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, მარილი და შემდეგ ჩაუმატეთ კვერცხის მასას. მოზილეთ რბილი ცომი და გააკეთეთ 2.5სმ დიამეტრის ბურთულები, რამდენიც გამოგივათ. თუ ცომი ზედმეტად რბილია, შედგით მაცივარში 15-20 წუთით.
3. დაალაგეთ ორცხობილები უცხიმო საცხობ ლანგარზე 5-5 სანტიმეტრიანი დაშორებებით. თითოეულს თითით გაუკეთეთ იმხელა ჩაღრმავება, რომ ამოივსოს 1/2 ჩაის კოვზი ჯემით/მურაბით.
4. აცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. კარგად გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!