
ივანიშვილი: არავისზე ნაკლები არ ვიყავი გუნდში
12:28:04     17-10-2013
„გუნდიდან პელე მიდის“- ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოწვეულ ვნებათაღელვას კოალიციის რიგებში. ივანიშვილის განცხადებით, მას ესმის თანაგუნდელთა წუხილი ამასთან დაკავშირებით. პრემიერმა გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას თავი შეიქო და განაცხადა, რომ ის კრეატიული ადამიანია.
“საკმაოდ კრეატიულად ვთვლი თავს და არავისზე ნაკლები არ ვიყავი გუნდში. ამაში ჩემი გუნდის წევრები დამეთანხმებიან. გიორგი მარგელაშვილი არ არის სკამზე გამოკიდებული კაცი. ის მხოლოდ ვალდებულების განცდით მოდის ხელისუფლებაში. გიორგი არის კრეატიული, კარგი პატრიოტი, კარგი მეგობარი. რაც შეეხება პოლიტიკაში ცნობადობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკა რთული პროფესიაა. ჩვენთან ვინც წარმატებას ვერ აღწევს, ბოლოს მოდის და პოლიტიკოსი ხდება. გიორგი მარგველაშვილი საჯარო ფიგურა გახლავთ, ის ხშირად იყო ტელევიზიებში, ანალიზს აკეთებდა და სწორი პოზიციები ეჭირა. მესიონერს ნუ ელოდებით, ჩვენში რომ დარჩეს, მეც ასეთად მოვიაზრებოდი. ეს მინუსია და ამიტომაც გადავდივარ სამოქალაქო საზოგადოებაში. მთავრობა განიცდის ამას და მე მესმის მათი. ვიზიტების დროს მე მაცილებს რამდენიმე მინისტრი. ბოლო ვიზიტის დროს ფანჯიკიძე და პეტრიაშვილი იყვნენ ჩემთან ერთად და ხელჩართული ბრძოლა გვქონდა. მე მესმის მათი, გიორგი დამეხმარა, „პელე ხარ გუნდში და არავის უნდა, რომ პელე წავიდესო“. მესმის მთავრობის წევრების, რომ ძნელია, პელე გამოაკლდეს გუნდს“, – განაცხადა ივანიშვილმა.