![გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძის დედა: პოლიციამ მიიძინა გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძის დედა: პოლიციამ მიიძინა](http://presa.ge/img/multimedia/a25837.jpg)
გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძის დედა: პოლიციამ მიიძინა
11:30:11     16-10-2013
ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენიდან დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს გაუჩინარებული გოგონას დედამ ლამზირა მახარაძემ აცნობა, დღეს დიასამიძეები თანამოაზრეებთან ერთად ბათუმის პროკურატურასთან აქციას გამართავენ.
„პოლიციამ მიიძინა, ჩემთვის აღარავის სცალია, ყველა არჩევნების თემითაა გართული. მე მაგათი არც აჩევანი და არც არადანი არ მაინტერესებს, ჩემი შვილი მჭირდება. ვითხოვ, შვილი ან ცოცხალი ან მკვდარი მაპოვნინონ. პოლიციისგან ტრაფარეტული პასუხები მესმის ორ თვეზე მეტია: ვეძებთ მაგრამ ვერ ვპოულობთო“,- აცხადებს გოგონას დედა.
ლამზირა მახარაძის ინფორმაციით, აქცია 13:00 საათზე, პროკურატურასთან (რომელიც ბათუმის იუსტიციის სახლშია განთავსებული) დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მე-12 –ე კლასის მოსწავლე ბოლოს 7 აგვისტოს დილის 10:00 საათზე ნახეს. გოგონა სტუმრად ნათესავის ოჯახში დარჩა, იქიდან წამოსული კი შინ აღარ დაბრუნებულა.
ლამზირა მახარაძე აცხადებს, რომ პროფილს სახელი და გვარი არ აქვს მითითებული, არც ფოტოები აქვს ატვირთული და არ ჰყავს დამატებული მეგობრები, თუმცა, მიმოწერიდან გამომდინარე, ოჯახი ეჭვობს, რომ კომენტარის ავტორი დარეჯან დიასამიძეა.