ბაბა განუში

  10:41:22     16-10-2013

 რეცეპტის ინგრედიენტები:

        1 ცალი საშუალო/დიდი ზომის ბადრიჯანი
        1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
        1/4 ჭიქა ტაჰინი
        2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები/ქუნჯუთი
        2 კბილი ნიორი
        მარილი და წიწაკა გემოვნებისამებრ
        1 მთელი 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსამდე. მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი საცხობ ლანგარს.

2. დადეთ ბადრიჯანი(კანგაუცლელი) ლანგარზე და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში, დროგამოშვებით გადააბრუნეთ, სანამ არ დარბილდება. ამასობაში თხლად დაჭერით 2 კბილი ნიორი.

3. დიდი ზომის თასში ჩაასხით ცივი წყალი. ცოტახნით მოათავსეთ მასში დარბილებული ბადრიჯანი. შემდეგ ამოიღეთ და გაფცქვენით. სასურველია, თუ გაფცქვნილ ბადრიჯანს 10-15 წუთით მოათავსებთ საწურში, დაადებთ თეფშს და კონსერვის სიმძიმის ნივთს რომ დაიწრიტოს.

4. მოათავსეთ ბადრიჯანი ბლენდერში. ჩაუმატეთ მეოთხედი ჭიქა ლიმონის წვენი, ტაჰინი(იხილეთ: ტაჰინის მომზადების წესი), 2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები და დაჭრილი ნიორი. გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გემოვნებისამებრ ჩაუმატეთ წიწაკა და მარილიც.

5. გადაიტანეთ ბაბა განუში საშუალო ზომის თასში და ფრთხილად მოასხით 1 მთელი 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. გასაცივებლად 3 საათით შედგით მაცივარში. კვლავ დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი და გემრიელად მიირთვით ჩიფსებთან, ჩხირებთან, ფრანგულ პურთან თუ ბოსტნეულთან ერთად! სურვილისამებრ შეკაზმეთ მწვანილით და გააფორმეთ ზეთისხილით.