ბერტოლდ ბრეხტი – ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ
15:07:36     15-10-2013
- რაზე ლაპარაკობდი?, შეეკითხა მას ძალადობა.
- მე ვსაუბრობდი ძალადობის სასარგებლოდ, მიუგო ბატონმა კოინერმა.
როდესაც ბატონი კოინერი წამოვიდა, მოწაფეები მისი უპრინციპობით დაინტერესდნენ, რაზეც ბატონმა კოინერმა უპასუხა:
- ჩემს პრინციპებს მე ვერავის შევაბღალინებ. სწორედაც მე უფრო დიდ ხანს უნდა ვიცოცხლო, ვიდრე ძალადობამ.
ამის შემდეგ ბატონმა კოინერმა მოჰყვა შემდეგი ისტორია:
- ბატონ ეგესთან, კაცთან, რომელსაც შეეძლო ეთქვა ,,არა”, ერთ მშვენიერ დღეს, ჯაშუშობის დროში, მივიდა ერთი აგენტი და წარუდგინაქალაქის მესვეურთა სახელზე გაცემული დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ მას ეკუთვნოდა ყველა სახლი, სადაც კი ფეხს შესდგამდა ასევემისთვის უნდა მიერთმიათ საჭმელი, რომელსაც იგი მოისურვებდა მისთვის სამსახური უნდა გაეწია ყველას, ვისაც კი ის შეხედავდა.
აგენტი დაჯდა სკამზე, მოითხოვა საჭმელი, დაიბანა, დაწვა და ჩაძინებამდე კედლისკენ მიბრუნებულმა იკითხა:
- იქნები ჩემი მსახური?
ბატონმა ეგემ მას საბანი დააფარა, ბუზები მოუგერია, და დარაჯობდა მის ძილს. ასე ემსახურებოდა ის აგენტს შვიდი წლის განმავლობაში.ბატონი ეგე ყველაფერს აკეთებდა აგენტისათვის, თუმცაღა მუდამ თავს არიდებდა მასთან საუბარს. ამგვარად ჩაიარა შვიდმა წელმა, ბევრიჭამის, უდრტვინველი ძილისა და ბრძანებებისაგან ჩათქვირებული აგენტი საბოლოოდ მიიცვალა. ბატონმა ეგემ ის დაფხრეწილ საბანშიგაახვია, გაათრია სახლიდან, გაწმინდა საკანი, ამოისუნთქა და უპასუხა:
- არა.