დავით კეზერაშვილი დააკავეს

  12:12:54     15-10-2013

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც "პრესა.ჯი"-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

უწყების პრესსამსახური ნინო გიორგობიანი ინფორმაციას დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ადასტურებს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.