"მარჯანიშვილზე" მომხდარი დაჭრის შესახებ, ახალი დეტალები ვრცელდება
14:54:33     10-10-2013
"პრესა.ჯი"-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, მარჯანიშვილის მოედანზე ინციდენტი ნამდვილად მოხდა. თუმცა როგორც "მაკდონალდსის" მენეჯერი აცხადებს, მისი ინფორმაციით, მოზარდი გადარჩა.
"რამდენიმე წუთის წინ, ინციდენტი ნამდვილად მოხდა, მოზარდი დანით დაჭრეს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი დაიღუპა, მაგრამ როგორც ადგილზე მოსულმა პოლიციამ გვითხრა, დაჭრილი გადარჩა და ის პოლიციამ ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა",- აცხადებენ სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომლები.
მენეჯერის თქმით, დაჭრა ობიექტის სიახლოვეს მოხდა, დაზარალებულს რამდენიმე ახალგაზრდა დანით შეიარაღებული მოსდევდა.