სოკოს წვნიანი

  12:57:00     10-10-2013

 ცივი ამინდების დადგომასთან ერთად ცხელი წვნიანის მირთმევა სულ უფრო მეტად სასიამოვნო ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სოკოს წვნიანს ეხება. გაეცანით ამ მარტივ რეცეპტს და მოამზადეთ 10 ულუფა სოკოს წვნიანი 1 საათში. კარტოფილი და სტაფილო ამ სუპს ძალიან უხდება!


    რეცეპტის ინგრედიენტები:

        70 გრამი კარაქი
        2 ცალი პრასი
        2 ცალი დიდი სტაფილო
        6 ჭიქა ქათმის ბულიონი
        2 ჩაის კოვზი გამხმარი კამა
        2 ჩაის კოვზი მარილი
        1/8 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
        1 ცალი დაფნის ფოთოლი
        900 გრამი კარტოფილი
        450 გრამი ახალი სოკო
        1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ან მარგარინი
        5/6 ჭიქა რძე
        1/4 ჭიქა ფქვილი
        ახალი კამა გასაფორმებლად

~ მომზადების წესი ~

1. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. დადგით დიდი ზომის ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ მასში 45 გრამი კარაქი. თხლად დაჭერით პრასი.  გათალეთ სტაფილო და დაჭერით. მოათავსეთ სტაფილო ტაფაში პრასთან ერთად და შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ ბულიონი. შეკაზმეთ გამხმარი კამით, მარილით, წიწაკითა და დაფნის ფოთოლით. ბოლოს ჩაუმატეთ კარტოფილი, დააფარეთ ტაფას თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილის კუბიკები არ დარბილდება.

2. გაადნეთ დარჩენილი კარაქი მეორე ტაფაში. დაჭერით და შეწვით სოკო 5 წუთის განმავლობაში(სანამ ცოტათი არ შეყავისფერდება). გადაიტანეთ შემწვარი სოკო მეორე ტაფაში მომზადებულ წვნიანში.

3. მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი. შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძეე(ოთახის ტემპერატურის) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაასხით ეს მასა სოკოს წვნიანში და მოურიეთ, რომ შესქელდეს. უკვე თეფშზე გადაღებული წვნიანი კი ახალი კამით გააფორმეთ.